I

     
 

 

ვულოცავთ ასოციაციის ყველა წევრს და მეგობარს!

2009 წლის 21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 62-ე ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სახის ჯილდოს იმ პიროვნებებს და ორგანიზაციებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. 2009 წელს გამარჯვებულები 4 ნომინაციაში

 

დასახელდნენ და მათგან ორი საქართველოდან იყო:

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გარდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცის დარგში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა დოქტორ ლიი იონგ-ვოკის მემორიალური პრემია.

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის პრემია 1995 წლიდან გადაეცემა იმ პიროვნებებს, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჯანმრთელობის განვითარებაში. ამ პრემიის ლაურეატები იყვნენ ჰილარი კლინტონი (1998 წელს), ორგანიზაცია “მედიცინა საზღვრებს გარეშე” (2002 წელს), ბილ და მელინდა გეიტსის ფონდი (2007 წელს).

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ასოციაციის ყველა წევრს, რომ ასოციაციის შექმნის მეხუთე წლისთავზე ყველა ჩვენთაგანის შრომამ ასეთი მაღალი შეფასება მიიღო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის რეზოლუციაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რისთვის მიენიჭა საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის ჯილდო. რეზოლუციაში განსაკუთრებით აქცენტირებულია ასოციაციის წვლილი ქვეყნის ექიმთა (განსაკურებით რეგიონული სამედიცინო დაწესებულებების) განათლებაში: კონფერენციების ორგანიზება, ჟურნალის გამოცემა, ეროვნული გაიდლაინების შემუშავება, ექიმთა ტრენინგების ჩატარება, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა.

 

 

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოში.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

სასწავლო-საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო, სამედიცინო, ანალიტიკური, საკონსულტაციო, სხვა სახის საქმიანობა;

         

ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, კონგრესების და სხვა სახის სამუშაო შეხვედრების მოწყობა;საგამომცემლო საქმიანობა;

ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამედიცინო პროფესიულ ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია ღიაა ყველა ექიმისათვის, რომელსაც მუშაობს ამ სფეროში ან აინტერესებს სასუნთქი სისტემის პათოლოგია.

 

 

www.georanet.org.ge

 

საიტი შეიქმნა 2005 წლის აპრილში
დიზაინერი tyupi@hotmail.com