I

     
 

 

gra@georanet.org.ge

   

 

I საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, "შერატონ მეტეხი პალასი", 31 მაისი - 2 ივნისი 2007

   
   

 

 

საქართველოს პირველი ლედის, ქალბატონ სანდრა რულოვსის მისალმება

ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონგრესზე. კონგრესი საქართველოს რესპირაციულ ასოციაციასთან ერთად ორგანიზებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე ევროპის რესპირაციული საზოგადოების და ევრაზიისა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების გულმკერდის საზოგადოებების მიერ.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი რესპირაციული მედიცინის მრავალ ასპექტს მოიცავს. კონგრესის სამეცნიერო კომიტეტმა მოწვეულ სპიკერებად და სიმპოზიუმების წამყვანებად მსოფლიო მნიშვნელობის გამოჩენილი მეცნიერები შეარჩია, რომლებიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანას წარმოადგენენ.

 

 

         
 

 

 
         
         
 

 

 
         
         
 

 

 
         
         
     
         
         
     
         
         
     
         

ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი არამხოლოდ რესპირაციული მედიცინის თანამედროვე მიღწევების გაცნობის შესანიშნავი საშუალება იქნება, არამედ ის საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის უნიკალურ საშუალებად იქცევა.

თბილისი იდეალურია ჭეშმარიტად ინტერნაციონალური სულისკვეთების ატმოსფეროს შექმნასათვის, რადგან ეს არის ქალაქი, რომელსაც სხვადასხვა კულტურების და სისტემების წარმატებული თანაარსებობის გამოცდილება აქვს. დღეს საქართველოს დედაქალაქი სიცოცხლით სავსე, ნათელი, მომხიბვლელი ქალაქია ევროპისა და აზიის საზღვარზე ისტორიული და თანამედროვე მიღწევებით, ქალაქი, რომლითაც აუცილებლად მოიხიბლებით.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს Yთქვენი მობრძანება საქართველოში. ჩვენ გულწრფელად მიგვაჩნია, რომ თბილისი შემოგთავაზებთ ძალზე საინტერესო სამეცნიერო პროგრამას და შესაძლებლობას, გაეცნოთ ხალხს, ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს.


მოგესალმებით და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი კონგრესი წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.


--------------------------------------------------------------------------------

კომიტეტები:

ივანე ჩხაიძე (კონგრესის თავმჯდომარე)

მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა,

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თემქ-ა, 0191, თბილისი, საქართველო

ტელ: +995-32 602460/ფაქსი: +995-32 940009

ელ. ფოსტა: ივანე_ცჰ@ინტერნეტ.გე

თამაზ მაღლაკელიძე (კონგრესის თანათავმჯდომარე)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი

ჭავჭავაძის გამზ. #3, GE-0101, თბილისი, საქართველო

ტელ: +995-32 232902/ფაქსი: +995-32 987364

ელ-ფოსტა: მაგლაკ@მაილ.რუ

თინათინ ჩიქოვანი (სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, GE-0177, თბილისი, საქართველო

ტელ: +995-32 396597

ელ-ფოსტა: ტცჰიკოვანი@ტსმუ.ედუ

რევაზ სეფიაშვილი (სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე)

იმუნოფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მიკლუხო-მაკლაის ქ. #4

117513, მოსკოვი, რუსეთი,

ტელ: + (495) 735 14 14/ფაქსი: (495) 735 1441

ელ-ფოსტა: ინფო@წიპოცის.ორგ


--------------------------------------------------------------------------------

კონგრესის კომიტეტი

ი ჩხაიძე, საქართველო (კონგრესის თავმჯდომარე)

თ. მაღლაკელიძე, საქართველო (კონგრესის თანა-თავმჯდომარე)

თ. ჩიქოვანი, საქართველო (სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე)

რ. სეფიაშვილი, რუსეთი (სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე)

რ. დალი, დანია

ა. კოცაბაში, თურქეთი

გ. ლობჟანიძე, საქართველო

გ. მენაბდე, საქართველო

ლ. ჭიპაშვილი, საქართველო

გ. წერეთელი, საქართველო

ბ. წიფურია, საქართველო

პროგრამის კომიტეტი

თ. ჩიქოვანი, საქართველო (სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე)

რ. სეფიაშვილი, რუსეთი (სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე)

ი ჩხაიძე, საქართველო (კონგრესის თავმჯდომარე)

თ. მაღლაკელიძე, საქართველო (კონგრესის თანათავმჯდომარე)

რ. გაგუა, საქართველო

ა. გამყრელიძე, საქართველო

პ. გვეტაძე, საქართველო

დ. დოკიჩი, მაკედონია

ა. ვალიულისი, ლიტვა

კ. ვაჭარაძე, საქართველო

ფ. თოდუა, საქართველო

ნ. ლებანიძე, საქართველო

ქ. ნემსაძე, საქართველო

ი. ფავლენიშვილი, საქართველო

დ. ფრუიძე, საქართველო

ი. უჩანი, თურქეთი

ვ. ქაცარავა, საქართველო

მ. ჩიხლაძე, საქართველო

დ. ჭავჭანიძე, საქართველო

ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი

თ. ბახტაძე

ქ. ბარაბაძე

დ. გიორგაძე

მ. გოთუა

ე. კანდელაკი

ლ. კუჭავა

ნ. ყავლაშვილი

მ. ხერხეულიძე

გ. წივწივაძე

ნ. ცხაკაია

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის რეგიონული

ორგანიზაციები

თბილისი (თავმჯდომარე: თ.მაღლაკელიძე)

ფოთი (თავმჯდომარე: ნ.ჭანტურია)

აჭარა (თავმჯდომარე: ვ.ბერიძე)

კახეთი (თავმჯდომარე: ნ.ალექსიშვილი)

იმერეთი (თავმჯდომარე: ნ.ძიძიგური)

სამეგრელო (თავმჯდომარე: გ.სალია)

ქვემო ქართლი

გურია (თავმჯდომარე: დ.მდინარაძე)

კონგრესის ორგანიზება

ზოგადი ორგანიზაცია, აბსტრაქტები, რეგისტრაცია და განთავსება

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა,

თემქ-ის დას.,

GE-0191, თბილისი, საქართველო

ტელ: +995-32 602460

ფაქსი: +995-32 940009

ელ-ფოსტა: გრა@გეორანეტ.ორგ.გე (რეგისტრაცია და განთავსება)

ცონგრესს@გეორანეტ.ორგ.გე (აბსტრაქტები)


--------------------------------------------------------------------------------

სამეცნიერო პროგრამა

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე წარმოდგენილია თანამედროვე შეხედულებები სასუნთქის სისტემის დაავადებების კლინიკური დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ და მოიცავს:

• ევროპის რესპირაციული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სკოლა-სემინარს;

• FEMთOშ-ის სიმპოზიუმს;

• სამუშაო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ 16 სიმპოზიუმს;

• მოხსენებების 5 სესიას;

• უწყვეტი პროფესიული განათლების 5 კურსს;

• ფარმაცევტული კომპანიების მიერ ორგანიზებულ საღამოს სიმპოზიუმებს.

სამეცნიერო სესიები გაიმართება პარასკევს, 1 ივნისს და შაბათს, 2 ივნისს 09:00 სთ-დან 17 საათამდე. კონგრესის საბოლოო პროგრამა გამოქვეყნდება 2007 წლის მაისში და კონგრესის მონაწილეებს დაურიგდებათ ადგილზე, რეგისტრაციის შემდეგ.

წინასწარი პროგრამა

ხუთშაბათი, 31 მაისი

დრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სასტუმრო - შერატონ მეტეხი პალასი, კონგრესის ცენტრი, Mეეტინგ ღოომ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

09:00 - 15:00 რეგისტრაცია

11:00 - 17.00 უპგ კურსები უპგ კურსი უპგ კურსი

13:00 - 14:00 FEMთOშ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა

14:00 - 15:00 HEღMEშ და საქართველოს რესპირაციული ასოციაციაA

16:00 - 16:30 GAღD და საქართველოს რესპირაციული ასოციაციაA

16:00 - 17:00 Eშთშ და საქართველოს რესპირაციული ასოციაციაA

18:00 - 19:30 გახსნის ცერემონია

19:30 - 21:00 საზეიმო მიღება

პარასკევი, 1 ივნისი

დრო შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “სალხინო" შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “ლილე" შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “ოდიში"

08:00 - 17:00 რეგისტრაცია

09:00 - 13:00 ევროპის რესპირაციული საზოგადოების სკოლა-სემინარი: ბავშვთა ასაკში ასთმისა და მსტვინავი სუნთქვით მიმდინარე დაავადებების მართვის მიღწევები

09:00 - 11:00 სიმპოზიუმი: ფილტვის კიბოს ქირურგია და ქიმიოთერაპია სიმპოზიუმი: ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგია ბავშვებსა და მოზრდილებში

11:00 - 11:15 შესვენება

11:00 - 13:00 სიმპოზიუმი: ფილტვის, შუასაყარის და ტრა-ქეის კიბოს რადიოლო-გიური და კომპიუტე-რული დიაგნოსტიკა სიმპოზიუმი: რესპირაციული ფუნქციების მონიტორინგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

13:00 - 13:15 შესვენება შესვენება

13:00 - 15:00 სიმპოზიუმი: ბავშვთა რესპირაციული დაავადე-ბების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

13:15 -

15:15 სიმპოზიუმი: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქ-ციული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მიღწევები სიმპოზიუმი: ტუბერკულოზის მართვა - ტრადიცია და სიახლეები

15:00 - 15:15 შესვენება

15:15 - 17:00 სესია: ასთმა და ალერგი-ული რინიტი - ეპიდემი-ოლოგია და მართვა

15:15 - 15:30 შესვენება შესვენება

15:30 - 17:00 სესია: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ბავშვებში სესია: მძიმედ მიმდინარე და გართულებული პნევმონიების ქირურგიული მკურნალობა

17:00 - 18:00 შანოფი Aვენტის-ის მიერ ორგანიზებული საღამოს სიმპოზიუმი


--------------------------------------------------------------------------------

შაბათი, 2 ივნისი

დრო შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “სალხინო" შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “ლილე" შერატონ მეტეხი პალასი, დარბაზი “ოდიში"

08:00-13:00 რეგისტრაცია

09:00 - 12:15 FEMთOშ სიმპოზიუმი

09:00 - 11:00 სიმპოზიუმი: ფილტვის, შუასაყარის და საყლაპავის კიბოს მართვის თანამედროვე რეკომენდაციები სესია: ტუბერკულოზი - კლინიკისა და დიაგნოსტიკის თავისებურებები

11:00 - 11:15 შესვენება შესვენება

11:15 - 13:15 სიმპოზიუმი: საზოგადოებაში შეძენილი და ნოზოკომიური პნევმონიების მართვაA სიმპოზიუმი: ფილტვის კომპიუტერული დიაგნოსტიკის კლინიკური გამოყენება

12:15 - 12:30 შესვენება

12:30 - 14.30 სიმპოზიუმი: ასთმის მართვის თანამედროვე რეკომენდაციები

13:15 - 15:15 სესია: ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია - მართვის თავისებურებები და გართულებები სესია: ფილტვის ინფექციებისა და ჭრილობების ქირურგიული მართვა

14:30 - 14:45 შესვენება

14:45 - 16:45 სიმპოზიუმი: ასთმა - გლობალური გამოწვევა

15:15 - 15:30 შესვენება შესვენება

15:30 - 17:00 მრგვალი მაგიდა: საერთაშორისო საზოგადოებები და პროექტები საქართველოში: FEMთOშ; GAღD; HEღMEშ; Eშთშ

17:00 - 18:00 NOBEL-ის მიერ ორგანიზებული საღამოს სიმპოზიუმი LEK-ის მიერ ორგანიზებული საღამოს სიმპოზიუმი


--------------------------------------------------------------------------------

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში

საქართველო უძველესი ცივილიზაციის ნაწილია. პირველი ქართული სახელმწიფო 4000 წლის წინ დაარსდა. იგი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ღვთისმშობლის მიერ ხელქმნილი ქრისტეს კვართიც ამ მიწაზეა დამარხული.

საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოა. ქართველი არქეოლოგების მიერ ნაპოვნი 1,8 მლნ წლის სიძველის ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები პირველი ევროპელის ასაკს განსაზღვრავს. აღნიშნული ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს მკვლევართა და მეცნიერთა მიერ.

კავკასიის ხალხები, ხალდები (ან ხალიბები/ჰალიბები) დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტომია (ჩვ.წ.აღ-მდე IV-II სს.). ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ჰალიბები იყვნენ `რკინის გამომგონებლები~. მატერიალური კულტურის ნივთები, რომლებიც აღმოჩენილია საქართველოში და დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე მე-3, მე-2 ათასწლეულით, მეტყველებს ლითონის დამუშავების მაღალ დონეზე. კერძოდ, ეს ეხება ოქროს, რაც ადასტურებს ოქროს საწმისის მითის ისტორიული საფუძვლის ჭეშმარიტებას. ხალდების ისტორიის მთავარი წყაროებია: ჰომეროსის, სტრაბონის და ქსენოფონტის ცნობილი შრომები.

ქართველები მრავალი საუკუნის მანძილზე ჩართულები იყვნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიების (რომის, ბიზანტიის, მონღოლეთის, თურქეთის, რუსეთის და სხვ.) წინააღმდეგ ბრძოლებში. ეს პატარა ქვეყანა მრავალგზის იქნა დაპყრობილი და განადგურებული. მიუხედავად ამისა, ქართველებმა 5000 წლის მანძილზე შეძლეს ტრადიციების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საქართველო მოფენილია უძველესი ციხე-სიმაგრეებით, ეკლესიებით (ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესი) და მონასტრებით.

საქართველო მდებარეობს შავი და კასპიის ზღვებს შორის. მის მეზობლად ოთხი ქვეყანაა: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ფართობი - 69000 კვ.კმ, მოსახლეობა - 5.24 მლნ. ქვეყანა კავკასიონის ქედით (ევროპაში ყველაზე მაღალი), ზღვის სანაპიროთი, თვალწარმტაცი დაბლობებით მდიდარია მინერალური და ენერგეტიკული წიაღისეულით, რაც მოიცავს მანგანუმის, მარმარილოს, ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის მარაგს.

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია. ვაზის კულტურის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქართველი ხალხის ღვინის დიდი სიყვარული აღბეჭდილია კულტურაში, ტრადიციებსა და ხელოვნების დარგებში: არქიტექტურა, ჩუქურთმა, მხატვრობა, პოეზია და სხვ. საქართველოს განიხილავენ, როგორც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების ერთ-ერთ უძველეს კერას. ამას ადასტურებს ვაზის ჯიშის ველური და კულტურული მრავალსახეობა, ასევე ქართველი და უცხოელი მკვლევარების ისტორიული არქეოლოგიური, ეთნიკური, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა სამეცნიერო კვლევები. მსოფლიოში ვაზის 4000-ზე მეტი ჯიში არსებობს, აქედან 450-ზე მეტი სახეობა ქართულია.

ქართველები მიეკუთვნებიან დიდი ევროპული რასის სამხრეთ შტოს და დასაბამს იღებენ იბერიელებისგან, რომლებიც დასახლებულები იყვნენ კავკასიის ვრცელ ტერიტორიაზე და აზიაში ჩვ.წ.აღ.მდე III-II ათასწლეულებში. ქართველი ერი შეიქმნა სხვადასხვა მონათესავე ტომებისგან. ქართველი ხალხის სახელწოდება უდიდესი ქართული ტომიდან, ქართებიდან მომდინარეობს. ისევე, როგორც საქართველო, რაც ქართველებით დასახლებულ ადგილს ნიშნავს. ძველ რომაულ წყაროებში მათ იბერიელებად მოიხსენიებდნენ.

საქართველო ერთ-ერთი პირველია ქრისტიანულ სახელმწიფოთა შორის. ზოგიერთი სანაპირო დასახლება პირველივე საუკუნიდან ქრისტიანული სარწმუნოების იყო. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა.

ქართული ხასიათი

ქართველები ძალზე სტუმართმოყვარე ხალხია, რაინდობის ძლიერი ტრადიციებითა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით. მათ მიაჩნიათ, რომ სტუმარი ღვთისაა. სხვა ღირსებებს შორის მეგობრობას ყველაზე მეტად აფასებენ. ეს ასახულია შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანში~, სადაც ადამიანის ღირსება განისაზღვრება არა მისი მატერიალური სიმდიდრით, არამედ მეგობართა რიცხვით.

ქართველები ამაყი, მგზნებარე და მკვეთრად ინდივიდუალისტური ერია. საზოგადოებაში ქალებს თაყვანს სცემენ და აფასებენ. ქართული ცხოვრება რჩება ბახუსის ტრადიციების მიმდევრად, სადაც ვაზის თაყვანისცემა მოიცავს ყველაფერს: ხელოვნებაში ასახულ ქრისტიანული ხატმწერობიდან სადღეგრძელოების წარმოთქმის ზეპირსიტყვიერებამდე. ქართველებს გააჩნიათ ლამაზი და გრაციოზული ცეკვები და მრავალხმიანი (7 ხმიანი!) ხალხური სიმღერები. ქართული სამზარეულო დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმართა შორის.

საქართველოს დედაქალაქი

თბილისი, ადრე ტიფლისი, საქართველოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ქვეყნის ცენტრალურ აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქი მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე და გარშემორტყმულია მთებით, მსხვილი სამრეწველო, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია. ქალაქი მოიცავს 350 კვ.კმ-ს 1,345,000-ზე მეტი მაცხოვრებლით.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და გლობალური ენერგომატარებლების და სავაჭრო პროექტებისათვის (ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო-კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისი გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი იყო, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წელს.

ყოფილხართ ოდესმე ქალაქში, სადაც თქვენ შეძლებდით ერთმანეთისაგან 5 წუთის სავალში გენახათ ქართული ორთოდოქსული, სომხური გრეგორიანული და რომაულ-კათოლიკური ეკლესიები, სინაგოგა, ზოროასტრიული ტაძრები? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ საქართველოს და იხილოთ თბილისი - მრავალი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის, განსხვავებული კულტურის, განსხვავებული რელიიგიის მქონე ხალხის ქალაქი, რომელიც ისტორიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქალაქი, რომელიც არც ევროპულია, არც აზიური, მაგრამ აღმოსავლეთისა და დასავლეთისა გამაერთიანებელია. თბილისი დაარსდა V საუკუნეში და მას შემდეგ იზიდავს მნახველებს თბილი წყლების (რის გამოც მას თბილისი ეწოდა), მოკირწყლული ქუჩების თბილი ატმოსფეროს ან უბრალოდ, ალექსანდრე დიუმას მიერ წოდებული “ლეგენდებისა და რომანების ქალაქის უცნაური, მომხიბვლელი მომხიბვლელობის" გამო. ძველ ქალაქს ბევრის შემოთავაზება შეუძლია: ვიწრო, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, ძველებური ტრადიციული შენობები ხის აივნებით, ისტორიულ გოგირდის აბანოები, სიონის საკათედრო ტაძარი (VIს., აღდგენილი XVI-XVIIIსს.) ანჩისხატის ბაზილიკა (VI-VIIსს.) და მეტეხის ეკლესია და ტაძარი (1278-89წწ).


--------------------------------------------------------------------------------

ინფორმაცია მგზავრობის შესახებ

თბილისისაკენ პირდაპირი რეისებია ლონდონიდან, პარიზიდან, მიუნხენიდან, ფრანკფურტიდან, ბერლინიდან, ამსტერდამიდან, ვენიდან, პრაღიდან, სტამბულიდან, თელ-ავივიდან, ათენიდან, რიგიდან და დსთ-ს ძირითადი ქალაქებიდან. აღნიშნული ფრენები აწარმოებენ Gეორგიან Aირწაყს, Bრიტისჰ Aირწაყს, Lუფტჰანსა, Gერმან Aირლინე, Aუსტრიან Aირლინეს, თურკისჰ Aირლინეს, Aირ Bალტიც და სხვა საჰაერო კომპანიები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 15 კმ. დაშორებით და ქალაქის ცენტრამდე მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.


--------------------------------------------------------------------------------

თბილისის აეროპორტიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თბილისის ცენტრიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის ცენტრში ან კონგრესის ჩატარების ადგილზე შესაძლებელია მოხვდეთ ავტობუსით ან ტაქსით.

ავტობუსით:

ავტობუსი (ხაზი 37, აეროპორტიდან რკინიგზის ცენტრალურ სადგურამდე) მოძრაობს ყოველ 30 წუთში. პირველი რეისის ხორციელდება 00:00 საათზე. ავტობუსით მგზავრობას სჭირდება დაახლოებით 25-30 წთ. და მგზავრობის ღირებულება შეადგენს 0000. ბილეთები ავტობუსით მგზავრობისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსშივე. რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ მეტროთი (პირველი ან მეორე ხაზი) ან ტაქსით.

ტაქსით

მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 15-20 წუთია, აეროპორტიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე ან ცენტრამდე მგზავრობის ღირებულება შეადგენს 15-20 ლარს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტაქსით მგზავრობის თანხა შესაძლოა ვარირებდეს მანქანის სახეობის გათვალისწინებით.

ქალაქის ცენტრიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე

მეტროთი

ქალაქის ცენტრიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე მგზავრობა შესაძლებელია მეტროპოლიტენის პირველი ხაზით ყოველდღიურად 06:00 სთ-დან 01:00 სთ-მდე. მატარებელი მოძრაობს 3-5 წუთის ინტერვალით, ქალაქის ცენტრიდან მგზავრობის ხანგრძლივობა 6-9 წუთია. სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასი~ მეტრო-სადგურ `300 არაგველიდან" მდებარეობს ფეხით 3-4 წუთის მანძილზე. ბილეთის ღირებულება 20 ქართულ თეთრს (0.12 აშშ.დოლარი) შეადგენს.

ავტობუსით

ქალაქის ცენტრიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე მგზავრობა შესაძლებელია ავტობუსით 31, 37, 39, 46, 71, ავტობუსები მოძრაობენ 08:00-დან 22:00-სთ-მდე. ავტობუსები პიკის საათებში 5-8 წუთის, დანარჩენ დროს კი 12-15 წთ.-ის ინტერვალით მოძრაობენ. მგზავრობა 10-15 წთ. გრძელდება და მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 ქართულ თეთრს (1/5 ქართული ლარი, დაახლოებით, 0.12 აშშ დოლარი).

მიკროავტობუსით ქალაქის ცენტრიდან კონგრესის ჩატარების ადგილამდე მგზავრობა შესაძლებელია ყოველდღიურად 07:00 სთ-იდან 22:00 სთ-მდე, მიკროავტობუსის ხაზის ნომრებია: 2, 17. მიკროავტობუსით მგზავრობას სჭირდება 10-12 წუთი, მგზავრობის ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.

ტაქსით

მგზავრობას სჭირდება 7-10 წუთი, ღირებულება შეადგენს 5-10 ლარს ქალაქის ცენტრის ნებისმიერი ადგილიდან.


--------------------------------------------------------------------------------

განთავსება

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი, კონგრესის მონაწილეების მომსახურების სახით, უზრუნველყოფს თქვენთვის სასტუმროს დაჯავშნას. სასტუმროს ოთახების 4 კატეგორიაა: 2-დან 5 ვარსკვლავამდე. ყველა შემოთავაზებული სასტუმრო მოიცავს, როგორც მინიმუმ, სააბაზანოს/შხაპს/ტუალეტს, ტელეფონს, ტელევიზორს და საუზმეს.


--------------------------------------------------------------------------------

სასტუმროს კატეგორია ფასი (UშD)

ერთადგილიანი ფასი (UშD)

ორადგილიანი

5 ვარსკვლავი 210-290 230-320

4 ვარსკვლავი 100-140 130-160

3 ვარსკვლავი 60-120 100-150

2 ვარსკვლავი 30-60 40-80

ზემოთ მოცემულია ოთახის ერთი ღამის საფასური აშშ დოლარებში. ფასში შედის საუზმე.

გახსნის ცერემონია

კონგრესის საზეიმო გახსნა გაიმართება ხუთშაბათს, 31 მაისს, 18:00 სთ-ზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს პირველი ლედი, ჯანდაცვის მინისტრი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, თსსუ რექტორი, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისალმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ნაციონალური ანსამბლის, `ერისიონის~ ახალგაზრდა თაობა: სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “მომავალი" (ხელმძღვანელები ზაალ ჭუმბურიძე, მაია ჭუმბურიძე) შეასრულებს ქართულ უნიკალურ სიმღერებსა და ცეკვებს.

ბავშვთა ქორეოგრაფიული ასამბლი “მომავალი" დაარსდა 1991 წელს. დღეისათვის აქ ორი ჯგუფია: 10-დან 15 წლამდე და 15-დან 21 წლამდეს ასაკის. ამ პერიოდის განმავლობაში 1000-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა “მომავლის" სკოლა და ბევრი მათგანი პროფესიული ასამბლების (ერისიონი, სუხიშვილები, რუსთავი) წევრები გახდნენ. ანსამბლი “მომავალი" გასტროლებზე იყო თურქეთში, ესპანეთში, ბელგიაში, რუმინეთში და სხვ. ქვეყნებში.

კონცერტი.

1 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 19 საათზე შედგება ლეონკავალოს ოპერა “ჯამბაზები" (ბილეთის ფასი 10 დან 18 ლარამდე).


--------------------------------------------------------------------------------

რეგისტრაცია

რეგისტრაციისათვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება და დაბრუნება კონგრესის სამდივნოში.

მონაწილეები საქართველოდან

სარეგისტრაციო გადასახადი 2007 წ-ის

10 აპრილის ჩათვლით 2007 წ-ის

10 აპრილის შემდეგ

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრები 25 აშშ დოლარი 35 აშშ დოლარი

მონაწილეები, რომლებიც

არ არიან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრები 40 აშშ დოლარი 50 აშშ დოლარი

სტუდენტები 20 აშშ დოლარი 30 აშშ დოლარი

უცხოელი მონაწილეები

სარეგისტრაციო გადასახადი 2007 წ-ის 10 აპრილის ჩათვლით 2007 წ-ის 10 აპრილის შემდეგ

Eღშ-ის და FEMთOშ-ის წევრები 110 აშშ დოლარი 160 აშშ დოლარი

მონაწილეები, რომლებიც არ არიან Eღშ-ის და FEMთOშ-ის წევრები 160 აშშ დოლარი 210 აშშ დოლარი

თანმხლები პირები 50 აშშ დოლარი 75 აშშ დოლარი


--------------------------------------------------------------------------------

სარეგისტრაციო გადასახადი

კონგრესის მონაწილის სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს ყველა სამეცნიერო სესიაზე, კონგრესის გახსნის ცერემონიასა და მიღებაზე დასწრების უფლებას, კონგრესის ჩანთას, საბოლოო პროგრამის და აბსრტაქტების წიგნს. უცხოელი მონაწილეებისთვის დამატებით გათვალისწინებულია მუზეუმის საღამოში მონაწილეობა, მგზავრობა თბილისის აეროპორტიდან სასტუმრომდე.

თანმხლები პირის სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს კონგრესის გახსნის ცერემონიასა და მიღებაზე დასწრების უფლებას. უცხოელი მონაწილეებისთვის დამატებით გათვალისწინებულია მუზეუმის საღამოში მონაწილეობა, მგზავრობა თბილისის აეროპორტიდან სასტუმრომდე.

გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ბანკის გადარიცხვით:

მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"

ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502

მიმღების დასახელება: საქართველოს რესპირაციული კავშირი

მიმღების ანგარიშის ნომერი: 178846300

დანიშნულება: საქართველოს რესპირაციული ასოციაციის კონგრესის სარეგისტრაციო გადასახადი

რეგისტრაციის დადასტურება

სარეგისტრაციო გადასახადისა და შევსებული სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს რეგისტრაციის დამადასტურებელ შეტყობინებას. სასურველია მოგვაწოდოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი შეტყობინების გამოსაგზავნად. მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ ეს შეტყობინება, რათა დაადასტურონ რეგისტრაცია კონგრესის სარეგისტრაციო სტენდთან.

რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია 2007 წლის 1 მაისამდე. რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი. სარეგისტრაციო გადასახადის დაბრუნება (თანხის 25% ადმინისტრაციული საზღაური არ დაბრუნდება) მოხდება კონგრესის შემდეგ. თუ რეგისტრაციის გაუქმება მოხდა 2007 წლის 1 მაისის შემდეგ სარეგისტრაციო გადასახადის დაბრუნება არ მოხდება.

სამკერდე ნიშანი

ყველა დელეგატი და თანმხლები პირი რეგისტრაციისას მიიღებს კონგრესის სამკერდე ნიშანს. სამკერდე ნიშნის ტარება აუცილებელია კონგრესის ყველა ღონისძიების დროს. სამკერდე ნიშნის გარეშე საკონფერენციო დარბაზებში შესვლა არ იქნება ნებადართული.

მონაწილეობის სერტიფიკატი

რეგისტრირებულ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ კონგრესის დასრულების შემდეგ.


--------------------------------------------------------------------------------

ინფორმაცია კონგრესზე

კონგრესის ჩატარების ადგილი

კონგრესი ტარდება სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი". უახლოესი მეტროს სადგურია "300 არაგველი", ქალაქის ცენტრიდან (რუსთაველის გამზირი) დაშორებულია 2-3 გაჩერებით.

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი", საქართველოს ყველაზე დიდი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მდებარეობს ქალაქის ცენტრში. სასტუმროს მდებარეობა და მასში არსებული ატმოსფერო იდეალურია, როგორც ტურისტებისათვის, ისე საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს ბევრი ისტორიული ძეგლი, სამკურნალო თვისების მქონე გოგირდის აბანოები, მუზეუმები, კულტურისა და ბიზნეს ცენტრები.

კონგრესის სარეგისტრაციო სტენდი მდებარეობს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის" პირველ სართულზე, საკონფერენციო დარბაზების წინ.

კონგრესის სამუშაო საათები

კონგრეს-ცენტრი რეგისტრაცია სამეცნიერო სესიები საღამოს სიმპოზიუმი

ხუთშაბათი,

31 მაისი, 2007 09:00 - 15:00 11:00 - 17.00*

პარასკევი,

1 ივნისი, 2007 09:00 - 18:00 08:00 - 17:00 09:00 - 17:00 17:00 - 18:00

შაბათი,

2 ივნისი, 2007 09:00 - 18:00 08:00 - 13:00 09:00 - 17:00 17:00 - 18:00


* მხოლოდ უწყვეტი პროფესიული განათლების კურსები

სპიკერების ოთახი

სპიკერების ოთახი მდებარეობს სასტუმროს პირველ სართულზე, ოთახი "დარბაზი".

სააექსკურსიო სტენდი

სააექსკურსიო სტენდი მდებარეობს კონგრესის სარეგისტრაციო არეში. ამ სტენდთან შეიძლება ინფორმაციის მიღება ყველა სახის ექსკურსიაზე.



სარეგისტრაციო გადასახადი 2007 წ-ის 10 აპრილის ჩათვლით 2007 წ-ის 10 აპრილის შემდეგ

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრები 25 აშშ დოლარი 35 აშშ დოლარი

მონაწილეები, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრები 40 აშშ დოლარი 50 აშშ დოლარი

სტუდენტები 20 აშშ დოლარი 30 აშშ დოლარი

უცხოელი მონაწილეები: Eღშ-ის და FEMთOშ-ის წევრები 110 აშშ დოლარი 160 აშშ დოლარი

უცხოელი მონაწილეები, რომლებიც არ არიან Eღშ-ის და FEMთOშ-ის წევრები 160 აშშ დოლარი 210 აშშ დოლარი

თანმხლები პირები 50 აშშ დოლარი 75 აშშ დოლარი


--------------------------------------------------------------------------------

პრაქტიკული ინფორმაცია

ფულის ერთეული და ბანკების მომსახურება

საქართველოს ფულის ერთეულია ქართული ლარი. 2007 წლის იანვრისთვის ლარის ოფიციალური კურსია: 1 აშშ დოლარი - 1.72 ლარი; 1 ევრო - 2.23 ლარი. ბანკები თბილისში ღიაა 10:00-17:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ყველა ბანკს აქვს ბანკომატის 24-საათიანი მომსახურება, სადაც შეიძლება საკრედიტო ბარათებით სარგებლობა.

კლიმატი და დრო

თბილისში ივნისის თვეში საშუალო ტემპერატურა 230ჩ-ია. იშვიათი წვიმის დროს გამოსადეგი იქნება ქოლგა ან ლაბადა.

დროის ზონა თბილისში არის საშუალო ევროპულ დროს +4 (GMთ+4).

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ დიდ სასტუმროებში, რესტორნებსა თუ მაღაზიებში. ასე, რომ რეკომენდებულია სტუმრებმა ყოველდღიური ხარჯისთვის იქონიონ ქართული ლარი (საქართველოში გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ლარში).

ელექტროობა

საქართველოში ძაბვა 220 ვოლტია. იმ აპარატურისთვის, რომელიც მუშაობს 110 ვოლტზე საჭირო იქნება გადამყვანი.

აფთიაქი

აფთიაქების უმრავლესობა მუშაობს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

ენა

საქართველოს სახელმწიფო ენა არის არის ქართული, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის რუსული, ახალგაზრდა თაობა კარგად საუბრობს ინგლისურად.

კონგრესის ოფიციალური ენაა ქართული და ინგლისური. ინგლისურენოვანი მოხსენებები გადაითარგმნება სინქრონულად.

მაღაზიები

მაღაზიები ჩვეულებრივ ღიაა ორშაბათიდან შაბათამდე 9:00/10:00 საათიდან 18:00 ან 20:00 საათამდე. კვირაობით დიდი მაღაზიების უმრავლესობა მუშაობს.

პოლიცია და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება

საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება შეიძლება ნომერზე 022, ხოლო სასწრაფო გადაუდებელი დახმარებასთან კი - 03. აუცილებლობის შემთხვევაში სასტუმროს მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ საავადმყოფოს, სტომატოლოგიური კლინიკისა თუ პოლიკლინიკის შერჩევაში.

ვიზა

აშშ, კანადის, იაპონიის, ისრაელის, შვეიცარიის და ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსი მოგზაურობისას (90 დღიანი პერიოდის განმავლობაში) არ ესაჭიროებათ ვიზა. აუცილებელია ვადიანი პასპორტი.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა მათ ქვეყანაში არსებული საქართველოს სახელმწიფოს საელჩოსა თუ საკონსულოში, ვიზის მიღება შესაძლებელია ასევე თბილისის აეროპორტის საკონსულო-სავიზო სამსახურში.


--------------------------------------------------------------------------------

ღირშესანიშნაობები

ექსკურსია თბილისში

ექსკურსია ავტობუსით საშუალებას მოგცემთ წარმოდგენა შეიქმნათ თბილისზე, ნახოთ ქალაქის ყველაზე ცნობილი უბნები და შეიგრძნოთ ქართველების ცხოვრების სტილი, ისტორია და კულტურა. ექსკურსიის განმავლობაში თქვენ ნახავთ ძველ ქალაქს (ქართული მართლმადიდებლური, სომხური გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიებით, მუსულმანური მეჩეთითა და ებრაელთა სინაგოგით), მერიის და პარლამენტის შენობას, ოპერისა და რუსთაველის თეატრს, სიონის, ანჩისხატისა და სამების ტაძრებს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლებისა და გმირთა მოედანს. ავტობუსი გაჩერდება ასევე ფუნიკულიორზე, საიდანაც იშლება ქალაქის დაუვიწყარი ხედი.

სიონის საკათედრო ტაძარი (VII საუკუნე) - სახელი უკავშირდება იერუსალიმში არსებულ სიონის მთას. ის ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად, რადგან აქ განისვენებს წმინდა ნინოს ჯვარი. წმინდა ნინომ შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში.

ანჩისხატის ეკლესია (VI საუკუნე) თბილისის უძველესი ეკლესიაა, მისი სახელწოდება დაკავშირებულია იესო ქრისტეს ხატთან (ანჩისხატი), რომელიც წლების მანძილზე ინახებოდა ეკლესიაში, ამჟამად განისვენებს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი - წარმოდგენილია როგორც ქართული, რუსული და ევროპული ხელოვნების ნიმუშები, ასევე შუა საუკუნეების საგანძური - ხატები, ჯვრები და მინანქრის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი _ დაცულია პრექრისტიანული პერიოდის ოქროულობა და სამკაული, აქვე ნახავთ პატარა ოქროს ლომის ფიგურეს რომელიც თითქმის ქვეყნის სიმბოლოდ იქცა. აქვე თქვენ სეგიძლიათ ნახოთ პირველი ევროპელის თავის ქალა (1,7 მლნ. წლის ასაკის), რომელიც ნაპოვნი იქნა დმანისში.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ - აქ თავმოყრილია სახლები და საცხოვრებელი შენობები მთელი საქართველოდან, რაც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს შთაბეჭდილება შეიქმნას, თუ როგორი იყო სოფლის ცხოვრება საქართველოში საუკუნეების მანძილზე.

მცხეთის ექსკურსია

მცხეთა საქართველოს დედაქალაქი იყო, ის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრია. ქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლია. აქვე შეიძლება იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის (XI საუკუნე), ჯვრის (VI საუკუნე) მონასტრის, ასევე დედათა მონასტრის (XI საუკუნე) ნახვა.

ჯვრის მონასტერი - მდებარეობს მთის წვერზე. მე-4 საუკუნეში წმინდა ნინომ საქართველოში ქრიატიანობის შემოსვლის აღსანიშნავად მთის წვერზე ჩაარჭო ჯვარი, 2 საუკუნის შემდეგ ამ ადგილას ჯვრის მონასტერი აღიმართა.

სვეტიცხოველი - საქართველოს სამეფო საკათედრო ტაძარი, სადაც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მეფედ კურთხევა და მეფეთა დაკრძალვა. იგი ითვლება საქართველოს ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად, რადგანაც აქ დამარხულია ელიას მიერ I საუკუნეში ჩამოსვენებული ქრისტეს კვართი. გადმოცემის თანახმად ელიას შეეგება და სიდონია, რომელმაც გულში ჩაიკრა წმინდა კვართი და დალია სული. კვართის განცალკევება ვერ მოხერხდა, ამიტომ მოხდა მათი ერთად დაკრძალვა ორი მდინარის შესართავთან. სწორედ ამ ადგილას აიგო სვეტიცხოვლის ტაძარი.
 

 

2009 წლის 21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 62-ე ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   

 

   

www.georanet.org.ge