|
2007 წლის 12-15 აპრილს,
ურეკში, სანატორიუმ "კოლხიდაში" გაიმართა საქართველოს რესპირაციული
ასოციაციის VI რეგიონული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ
გურიის, აჭარის და ფოთის სამედიცინო დაწესებულებების 200 ექიმი.
კონფერენციაზე ჩამოყალიბდა გურიის და ფოთის რეგიონული ორგანიზაციები.
საქართველოს რესპირაციული
ასოციაციის ფოთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეული იქნა
მედიცინის დოქტორი ნინო ჭანტურია, გურიის რეგიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარედ დავით მდინარაძე.
|
|
2009 წლის
21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
62-ე ასამბლეის
სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის
პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის. |