I

     
 

 

gra@georanet.org.ge

   

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენცია

   

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-14 რეგიონული კონფერენცია ორგანიზებული საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და სომხეთის ნაციონალური ასამბლეის ჯანდაცვის და დედათა და ბავშვთა კომიტეტეტთან ერთად, ახალციხე, 6-7 ნოემბერი, 2010 წელი

2010 წლის 6-7 ნოემბერს ახალციხეში ჩატარდა ასოციაციის მეთოთხმეტე რეგიონული კონფერენცია. ეს პირველი შეხვედრა იყო სამცხე-ჯავახეთის ექიმებთან. მას დაესწრო ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის 120 ექიმი. ეს კონფერენცია გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა სომეხმა კოლეგებმაც ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან, ერევნის სხვა წამყვანი კლინიკებიდან. ექიმთა ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სომხეთის ნაციონალური ასამბლეის ჯანდაცვის და დედათა და ბავშვთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი არა ბაბლოიანი. კონფერენციის ორგანიზებაში და მუშაობაში აქტიური თანადგომა გაგვიწია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ოთარ თოიძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბატონმა ზაზა კიკნაველიძემ, რისთვისაც მათ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ. კონფერენციაზე საქართველოს რესპირაციული ასოციაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით მაისურაძე

 

2009 წლის 21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 62-ე ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

   

 

 
         
         
 

 

 
         
         
 

 

 
         
     
     
         
     
     
         
     
     
         
     
     
         
     
     
         

 
 

   
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   

 

   

www.georanet.org.ge