I

     
 

 

gra@georanet.org.ge

   

 

“GARD – საქართველოს” სამოქმედო გეგმის წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღის აღნიშვნა

   

2010 წლის 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის შენობის ბრიფინგის დარბაზში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა “GARD – საქართველოს” 5-წლიანი სამოქმედო გეგმის წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღის აღნიშვნა. პრეზენტაცია დაესწრნენ GARD-საქართველოს საბჭოს წევრები, მათ შორის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის ექსპერტები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის, ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. პროგრამის წინასწარი ვერსიის გაცნობის და განხილვის შემდეგ, 2011 წლის აპრილში იგეგმება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის მიღება და პრეზენტაცია. უდავოა, რომ საქართველოს ჩართვა ამ პროექტში და სამოქმედო გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროულ გამოვლენას და ეფექტურ პრევენციას და შეამცირებს ამ დაავადებათა ტვირთს.
 


პატივცემულო მეგობრებო,

ბმულ ფაილში წარმოდგენილია გარდ-საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუ თქვენ გაგვიზიარებთ თქვენს შენიშვნებს და კომენტარებს. გამოგვიგზავნეთ ასოციაციის ელექტრონულ მისამართზე ან შეგვეხმიანეთ Facebook-ზე.

 

   

 

 
         
         
 

 

 
         
         
 

 

 
         
     
     
         
     
     
     
     
         

 
 

 

2009 წლის 21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 62-ე ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   

 

   

www.georanet.org.ge