|
TTS მერვე კონგრესი, FEMTOS პირველი გენერალური
ასამბლეა , თურქეთი, აპრილი 2005
საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას მჭიდრო
ურთიერთობა აქვს თურქეთის გულმკერდის საზოგადოებასთან (თთშ), რომლის
ყოველწლიურ კონგრესებში ჩვენი ექიმები 2002 წლიდან მონაწილეობენ.
თურქეთის გულმკერდის საზოგადოების ინიციატივით 2005 წლის აპრილში
დაფუძნდა ევრაზიის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გულმკერდის
საზოგადოებების ფორუმი (FEMTOS).
ფორუმის მიზანია პროფესიული და სამეცნიერო
კავშირების დამყარება ევრაზიის და ხმელთაშუა ზღვის გულმკერდის
საზოგადოებებს შორის, პულმონური მედიცინის განვითარების ხელშეწყობა
რეგიონის ქვეყნებში. სიამაყის გრძნობით გვინდა აღვნიშნოთ, რომ
საქართველოს რესპირაციული ასოციაცია ფორუმის შექმნის იდეის ერთ-ერთი
აქტიური მხარდამჭერი იყო, როდესაც 2002 წელს პირველად წარმოიშვა ასეთი
საერთაშორისო გაერთიანების შექმნის იდეა. დღეს საქართველოს თავისი
წარმომადგენელი ჰყავს ფორუმის გენერალურ ასამბლეაში.
|
|
2009 წლის
21 მაისს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
62-ე ასამბლეის
სხდომაზე, საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას გადაეცა
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯანმრთელობის ფონდის
პრემია ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის. |